Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რეზონანსი - გაზი 5 თეთრით გაძვირდება
ambebi.ge
20 June 2017, 12:20
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით მოიმატებს. მართალია, ეს დიდი ცვლილება არაა, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის მაინც რთული გადასატანი იქნება. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

გაზის გაძვირება ლარის კურსითა და კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციებით არის განპირობებული. ახალ ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი უკვე შესწავლილია.
"როგორც კი ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულ შესწავლას დაასრულებს, ეს საკითხი დღის წესრიგში შევა და საჯარო სხდომა დაინიშნება. დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი შესწავლილია. ბოლო ვადა 20 ივლისამდე გვაქვს, თუმცა შესაძლებელია, მანამდეც მოხდეს კომისიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა. ზუსტი თარღი ჯერჯერობით უცნობია", - აცხადებენ სემეკ-ში.

კომისიაში სატარიფო განაცხადი შეტანილი აქვს ოთხ კომპანიას: "გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქგორგაზი" და "ყაზტრანსგაზი". მიზეზი, რატომაც მოხდა მათი მხრიდან სატარიფო განცხადების წარდგენა, ისაა, რომ სემეკ-მა ბუნებრივი გაზის სექტორის ახალი მეთოდოლოგიით რეგულირება დაიწყო. მეთოდოლოგია ტარიფების Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ყოველწლიურ გადაანგარიშებას ითვალისწინებს.
"ამ სექტორში ტარიფები უკვე 10 წელია, რაც არ დათვლილა, შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ბუნებრივი გაზის სექტორში, კომისია იწყებს ტარიფების გადაანგარიშებას", - აცხადებენ სემეკში.

მართალია, ოფიციალურ უწყებაში გაზის შესაძლო გაძვირებაზე საუბარს ჯერჯერობით არ ჩქარობენ, თუმცა სპეციალისტთა გაანგარიშებით, გადასახადი 5 თეთრით გაიზრდება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურა, ცვლილება გარდაუვალია და ფასი საბოლოოდ იქნება რეალური, რამდენადაც ახალ ტარიფში სათანადოდ აისახება როგორც ლარის კურსი, ასევე კომპანიების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რაც საკმაოდ მასშტაბურია.

წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი